2020-2021 სასწავლო წლის ვადები
დამტკიცდა 2020-2021 სასწავლო წლის ვადები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომედაციების გათვალისწინებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყება ჩვეული ფორმით საუნივერსიტეტო სივრცეში.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სამინისტროს მხრიდან სწავლების ფორმის ცვლილების რეკომენდაციის შემთხვევაში, შესაძლებელია სწავლა გაგრძელდეს ელექტრონული ან შერეული ფორმით, რის შესახებ ინფორმირება მოხდება პირველივე შესაძლებლობისთანავე.
გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობიან სასწავლო წელს.