გაცნობებთ, რომ 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გაცემულია სასწავლო და სახელობითი სტიპენდიები შემდეგი რაოდენობით:
✔ გასული სემესტრის სწავლის შედეგებისა და სხვადასხვა აქტივობების გათვალისწინებით:
⭕ 15 სტუდენტი 100%-იანი შიდა გრანტი;
⭕ 29 სტუდენტი 50%-იანი შიდა გრანტი;
⭕ 21 სტუდენტი 20%-იანი შიდა გრანტი.
✔ ივანე ბერიტაშვილის სახელობის სახელობითი სტიპენდია გადაეცა 1 სტუდენტს, რაც ითვალისწინებს ერთი სასწავლო წლის სრულ დაფინანსებას;
✔ სახელობითი სტიპენდია „მიგრიაული და პარტნიორების სტიპენდია“ გადაეცა 2 სტუდენტს, რაც ითვალისწინებს 5 თვის განმავლობაში ყოველთვიურ ფულად წახალისებას;
✔ ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი შემოხაზვისათვის შიდა გრანტი 20%-ის ოდენობით გადაეცა 162 სტუდენტს;
✔ სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულ კსუ-ს 61 კურსდამთავრებულ მაგისტრანტს გადაეცა შიდა გრანტი 20%-ის ოდენობით;
✔ სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულ 6 მაგისტრანტს, რომელთაც წარჩინებით აქვთ დასრულებული საბაკალავრო საფეხური გადაეცათ 50%-იანი გრანტი;
✔ 10%-იანი შიდა გრანტი გადაეცა 4 ვერცხლისმედალოსან პირველკურსელ სტუდენტს;
✔ 20%-იანი შიდა გრანტი გადაეცა 25 ოქროსმედალოსან პირველკურსელ სტუდენტს;
✔ ფასდაკლება გაკეთდა ათობით დედმამიშვილ სტუდენტზე, რაც ითვალისწინებს 10%-იან ფასდაკლებას;
✔ გადასახადი გაუნახევრდა 2 სტუდენტს, რომელთაც 2019 წლის იანვრის შემდეგ შეეძინათ შვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება