კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, ვიცე-კანცლერმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა და წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელებმა, დეკანებმა და დოქტორანტების ხელმძღვანელებმა - დოქტორანტისა და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობების ნორმატიულ დოკუმენტად გასაწერად, პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს.
ტრენინგი სახელწოდებით : ,, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი მიზნები და გამოწვევები“ - კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ნინო მინდიაშვილმა ჩაატარა და დამსწრე აუდიტორიას, დოქტორანტურის დებულების 22-ე მუხლი და მასში შესატანი ცვლილებების სამუშაო ვერსია გააცნო.
ნინო მინდიაშვილის თქმით, უნივერსიტეტებს აღნიშნული საკითხების დარეგულირებას ავტორიზაციის სტანდარტიც ავალდებულებს და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა კსუ-ს გარდა, ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში აქტიურად უნდა დაიწყოს.
ტრენინგი დამსწრე საზოგადოების მოსაზრებებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. პირველ სამუშაო შეხვედრაზე, პროფესორ-მასწავლებლებმა, დოქტორანტურის დებულების 22 მუხლში შესატან ცვლილებებზე, გამოწვევებსა და არსებულ რეალობაზე იმსჯელეს.
ტრენინგის ბოლოს, უახლოესი ორი შეხვედრაც დაანონსდა, სადაც შეკრებილი აუდიტორია, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობას კვლავ გააგრძელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება