კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის - თამარ კიკნაძის ინიციატივითა და მოწვევით, უნივერსიტეტს, ისრაელში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი - ირაკლი კილაძე ესტუმრა, რომელიც კსუ-ს რექტორს - კახაბერ კორძაიასა და უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელს - თამარ ჩახნაშვილს შეხვდა.
მხარეებმა ისრაელის სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებებთან სამომავლო თანამშრომლობის, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და “Erasmus + -ის“ განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და მომავალი საქმიანობის გეგმები დასახეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება