კომპანია DreamApply-ს წარმომადგენლებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
DreamApply არის კომპანია, რომელიც ინდივიდუალურ უნივერსიტეტებსა და სახელმწიფოებს სტუდენტთა მიღების ონლაინ პლატფორმის შემუშავებას სთავაზობს. აღნიშნულ პლატფორმას ამ ეტაპზე 25 ქვეყნის 150-ზე მეტი უნივერსიტეტი იყენებს.
შეხვედრის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა (Katrin Vares – Head of strategic partnership, Gabriel Ceballos – Director global development), საქართველოსთვის შემუშავებული პლატფორმის სამუშაო ვარიანტის პრეზენტაცია წარადგინეს.
შეხვედრა უნივერსიტეტის საჭიროებების დადგენისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვის მიზნით ჩატარდა.
საქართველოში კომპანია DreamApply-ს წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით, პროექტ Study in Georgia-ს ფარგლებში იმყოფებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება