კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებმა , 26 ივნისს, პრაქტიკის ანგარიში, კომისიის თავმჯდომარისა და წევრების წინაშე დაიცვეს. კომისიას, კსუ-ს მეევნახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი - ოლან გოცირიძე თავმჯდომარეობდა. კომისიის წევრები - ასოცირებული პროფესორები - თამარ ვახტანგაძე და თენგიზ ჩაჩიბაია გახლდნენ.
მაგისტრანტებმა, საწარმოო პრაქტიკა წინასწარ შერჩეულ კონკრეტულ ბაზებში, ქარხნებსა თუ ლაბორატორიებში, პრაქტიკის მენტორების ზედამხედველობით გაიარეს და დაცვაზე ამ პერიოდში მიღებული გამოცდილების, ინფორმაციისა და სიახლეების დეტალური ანგარიში წარმოადგინეს.
პრაქტიკა, კომისიასთან, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის 9 მაგისტრანტმა დაიცვა.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკის დაცვაზე, აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრანტმა - ნინო ზვიადაურმა, დამსწრე საზოგადოებასთან, 3-10 ივნისის ჩათვლით, ესპანეთში, კსუ-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული, სასწავლო-შემეცნებითი ტურის ანგარიშიც წარმოადგინა.
მაგისტრანტმა, პრეზენტაციის დროს, ფოტო და ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები შეააჯამა და იმ სიახლეების შესახებ ისაუბრა, რაც ესპანურ მხარესთან თანამშრომლობით იგეგმება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება