26 ივნისს, გერმანელმა ქირურგ-ონკოლოგმა, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა - დირკ ჯენტშურამ, კსუ-ს აფილირებულ კლინიკაში - თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში, ლექცია ჩაატარა.
ლექცია, ზოგადი ქირურგიის ( ქირურგიულ დაავადებათა ზოგიერთი სიმპტომი და სინდრომი) სასწავლო დისციპლინის ფარგლებში ჩატარდა და დირკ ჯენტშურამ კსუ-ს სტუდენტებთან ,,მუცლის ღრუს წინა კედლის თიაქრების“ შესახებ ისაუბრა.
ლექციას, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - ზურაბ რაინაული და ზოგადი ქირურგიის საგნის ხელმძღვანელი - კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, გიორგი კორახაშვილიც ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საღამო გაიმართება, სადაც გერმანელი ქირურგი-ონკოლოგი, მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სასწავლო კლინიკის პრივატ-დოცენტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი დირკ ჯენტშურა, დამსწრე საზოგადოებას თავის გამოცდილებას გაუზიარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება