24 ივნისს, თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვის მიზნით, გარბენი - ,,თბილისი“ პირველად გაიმართა.
ამ წამოწყებაში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, კსუ-ს თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის 200-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო.
გარბენში როგორც ახალგაზრდები, ასევე საზოგადოებისათვის ცნობადი სახეებიც - მათ შორის ქალაქის მერი - კახა კალაძეც მონაწილეობდა.
გარბენი ,,თბილისი“ ვაკის პარკიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება