ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 22-23 ივნისს, ჩემპიონატი - „პეინთბოლი 2018“ გაიმართა. ორდღიან შეჯიბრში მონაწილეობა, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა, მათ შორის კსუ-ს სტუდენტებმა და ისნის რაიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, ,,პეინტბოლი 2018-ში“, სხვადასხვა ფაკულტეტის 30 სტუდენტი, 6 გუნდად ჩაერთო. ჩემპიონატში სულ 200-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.
შეჯიბრის დასკვნითი დღე 23 ივნისს გაიმართა. 40 გუნდიდან, ფინალში სულ 12 გუნდი გადავიდა, მათ შორის ორი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული.
კსუ-ს გუნდმა (კაპიტანი - ბექა ბაჟუნაიშილი, დიტო ხუბულავა, მურო სანებლიძე, გუკა მელიქიძე, ნიკა ჩიხაძე ) ,,პეინტბოლი 2018-ის “ ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვეს. გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით, ისნის რაიონის გამგებელმა - კახა ლაბუჩიძემ დააჯილდოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება