საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პროფესორ-მასწავლებლებისთვის გამოცხადდა ეს" /> საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პროფესორ-მასწავლებლებისთვის გამოცხადდა ეს" /> საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პროფესორ-მასწავლებლებისთვის გამოცხადდა ეს">
კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ბექა ქანთარია 20 საუკეთესო ესეს ავტორთა სიაშია.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პროფესორ-მასწავლებლებისთვის გამოცხადდა ესეების კონკურსი "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი".
5 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ კონკურსში მონაწილე ესეების ავტორებიდან 20 საუკეთესო გამოავლინა, რომელთა შორის ერთ-ერთი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ბექა ქანთარიაა.
პროფესორმა კონკურსზე თემა - „თანამედროვე ქართული სახელმწიფო, როგორც საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე - წარსული და თანამედროვე გამოწვევები“ - წარადგინა.
გამარჯვებულებთან და კონკურსის დანარჩენ მონაწილეებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ივლისის დასაწყისში გაიმართება.
გამარჯვებული ესეები კრებულის სახით გამოიცემა და ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს გადაეცემათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება