18 ივნისს, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მეათე ეროვნული კონგრესის ფარგლებში, ’’Radisson Blu Iveria Hotel-ში“, საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის ასოციაციის ორგანიზებით დერმატოლოგია-ვენეროლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის სექცია ჩატარდა.
ასოციაციის პრეზიდენტმა, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - ლალი მეკოკიშვილმა დამსწრე საზოგადოებასთან, ეროვნული კონგრესების ფარგლებში, 2012 წლიდან დღემდე განხორციელებული აქტივობები შეაჯამა. სექციის დროს დანიხილეს დერმატოლოგიის აქტუალური საკითხები.
დერმატოვენეროლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის სექციაზე მომხსენებლებმა, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებს წარმოადგენდნენ, ისეთ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, როგორიცაა, ატოპიური დერმატიტი და კანის მიკრობები, გენიტალური დერმატოზები და აკნე, ფსორიაზი, კანის პიგმენტაციის მკურნალობის საკითხები.
ღონისძიებას დარგის სპეციალისტები, პროფესორ-მასწავლებლები, რეზიდენტები და ახალგაზარდა მომხსენებლებიც ესწრებოდნენ.
დერმატოვენეროლოგიური და ესთეტიკური მედიცინის სექცია - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და სკოლა - ,,იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ" პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტია, ღონისძიება ტარდება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება