საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით გამართულ უნივერსიადას თასის გათამაშებაში, ნახევრადფინალური მატჩი გაიმართა, სადაც კსუ-ს ფუტსალის გუნდი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირისპირდა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრის გამარჯვებულის გამოსავლენად, პენალტების სერია დაინიშნა. კსუ-ს ფუტსალის ნაკრებიდან, გუნდს გადამწყვეტი გოლი დავით ხარაზმა მოუპოვა, აღსანიშნავია მეკარის - ლევან ალიბეგაშვილის კარგი თამაშიც.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 3-2, კსუ-ს გუნდის სასარგებლოდ დაფიქსირდა, ამ გამარჯვებით, უნივერსიტეტის ფუტსალის ნაკრები საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს, სადაც თსუ-ს გუნდს დაუპირისპირდება. ფინალური მატჩი 25 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიადაში ჩაბმული 14 საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდები, ჯგუფურ ეტაპზე - 7-7 გუნდად გადანაწილდნენ. ფინალში თამაშის უფლება კი 2-მა გუნდმა, მათ შორის კსუ-ს ნაკრებმა მოიპოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება