სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით, კსუ-ს კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე და რექტორი - კახაბერ კორძაია - უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს, საუნივერსიტეტო სივრცეში, სხვადასხვა საკითხის შესახებ, სტუდენტების მოსაზრებებისა და შეკითხვების მოსმენა წარმოადგენდა. რექტორმა და კანცლერმა, თავისმხრივ, პირველურსელებს ის გამოწვევები და სიახლეები გააცნეს, რაც უნივერსიტეტში ხორციელდება და სასწავლო პროცესში მეტი ჩართულობისა და აქტიურობისაკენ მოუწოდეს. მათ მაღალი კონკურენციის პირობებში - აკადემიური მოსწრების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება