კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი - კახაბერ კორძაია, საგანმანათლებლო სააგენტოს - BTEC-ის მმართველ დირექტორს - ჰერმან დ'კრუზს შეხვდა.
მხარეებმა ორმაგი დიპლომის გაცემის შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც კსუ-ს სტუდენტებს საშუალებას მისცემს გაერთიანებული სამეფოს კონკრეტული უნივერსიტეტისა და კსუ-ს ორმაგი ხარისხი და დიპლომი მიიღონ.
კსუ-ს რექტორის თქმით, აღნიშნული შემოთავაზება, პირველ ეტაპზე ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამაზე დაინერგება.
აღსანიშნავია, რომ BTEC-ის მიერ შემოთავაზებული ამ ბიზნეს მოდელით სარგებლობა როგორც ქართველ, ასევე საერთაშორისო სტუდენტებსაც შეეძლებათ. ჰერმან დ'კრუიზმა ინტერესი გამოხატა კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგამების მიმართაც.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, მხარეებმა თანამშრომლობის უახლოესი გეგმები დასახეს, კახაბერ კორძაიამ სტუმარს უნივერსიტეტისგან, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება