ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და სკოლა - "ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ" გაიხსნა.
ღონისძიების გახსნაზე, შეკრებილი აუდიტორიის წინაშე, მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენციისა და სკოლის მოწვეული ლექტორები და მომხსენებლები ამერიკის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს წარმოადგენენ: ვირჯინის უნივერსიტეტი (აშშ), პიტსბურგის უნივერსიტეტი (აშშ), ფეინშტეინის კვლევითი ცენტრი (აშშ), გრანადას უნივერსიტეტი (ეპანეთი), ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია), ვესტმინსტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და სხვა.
სამეცნიერო სკოლის ფარგლებში საქართველოს შვიდი უმაღლესი სასწავლებლიდან, სამედიცინო სკოლის 80 სტუდენტი გაივლის თეორიულ კურსს კლინიკური და ფუნდამენტური იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებზე - ონკოიმუნოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის, ალერგოლოგიისა და დერმატოლოგიის მიმართულებით.
16 ივნისს, ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი ’’Radisson Blu Iveria Hotel-ში“ გაიხსნა. "ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ" - ღონისძიება 19 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ღონისძიება ტარდება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერაა დაფინანსებული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება