23-25 მაისს, პოლონეთის ქალაქ ოსტროვეც-შვენტოკშისკში საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენცია - „ასიმეტრიული კონფლიქტები და ჰიბრიდული ომები XXI საუკუნეში“, - გაიმართა. კონფერენციის 60 მომხსენებელს შორის იყო კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელმაც მოხსენება თემაზე: „ჯიჰადისტური ჰიბრიდული ომი, როგორც ასიმეტრიული სამხედრო სტრატეგია აგრესიული არშემდგარი სახელმწიფო აქტორებისთვის - მთავარი მახასიათებლები და დოქტრინალური იმპლიკაციები („დაეში“, „თალიბანი“, და „კავკასიის ისლამური ემირატი“), - გააკეთა. ვახტანგ მაისაიმ კონფერენციის ფარგლებში, ასევე ჩაატარა ვორქშოფი თემაზე: „კავკასია-კასპიის რეგიონი პოსტცივი ომის პერიოდში“.
კონფერენციის მომხსენებელთა შორის იყო ასევე კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, „ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ალიკა გუჩუა, რომელიც მოხსენებით - „ასიმეტრიული საფრთხეები და ჰიბრიდული ომის გავლენა გლობალურ უსაფრთხოებაზე და ნატოს როლი მშვიდობის უზრუნველყოფაში“, - წარდგა აუდიტორიის წინაშე.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორგანიზატორთა შორის პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო. კონფერენციას 150-მდე საკითხით დაინტერესებული სამთავრობო, აკადემიური თუ საექსპერტო სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება