კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა ჯგუფური ეტაპის მესამე თამაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართა.
კალათბურთელებმა საკმაოდ დაძაბული თამაში აჩვენეს. კსუ-ს მოთამაშეები, გუნდური თამაშის წყალობით, ბოლო მეოთხე საკვანძო პერიოდში 11 ქულით დაწინაურდნენ და ამავე სხვაობით - 80-69 თამაშის გამარჯვებულები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ კსუ-ს გუნდი მოედანზე განახლებული შემადგენლობით იბრძოდა. კსუ-ს მოთამაშეების რიგებს საბა სირაძეც შეემატა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატს კალათბურთში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ატარებს და მასში კსუ წლებია აქტიურად ასპარეზობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება