კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის / რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის სპეციალისტი სოფიო დათუკიშვილი შეხვდა.
სემინარის - „Global Health 2017” - ფარგლებში, მომხსენებელმა აუდიტორიასთან, საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული მწვავე დაავადებები, რისკები და პრევენციული ზომები მიმოიხილა.
შეხვედრის ფარგლებში, თემით დაინტერესებულ სტუდენტებს, სოფიო დათუკიშვილმა ცენტრის მიმდინარე პროექტებიც გააცნო.
შეხვედრას მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახური, ფაკულტეტების საჭიროებებისა და ინტერესთა ჯგუფების სურვილის გათვალისწინებით, საუნივერსიტეტო და გასვლით ვიზიტებს სისტემატურად ატარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება