კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხუთმა მაგისტრანტმა სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოება“, - მიიღეს მონაწილეობა.
მაგიტრანტებმა კონფერენციაზე შემდეგ თემებზე გაამახვილეს ყურადღება: „ევროკავშირის უსაფრთხოება და საქართველო“ (ცისანა კეღოშვილი); „ნატო და ტერორიზმი. ტერორიზმის სადაზვერვო ხასიათი“ (მაგდანა ბესელია); „საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი. პრობლემები და პერსპექტივები“ (ნანა სეფერთელაძე); „პოსტსაბჭოთა ყაზახეთის პოლიტიკური განვითარების თავისებურებანი, მისი სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო ასპექტები“ (შალვა მზარეულიშვილი); „ლობიზმის სადაზვერვო მნიშვნელობა“ (ანა გაიპარაშვილი).
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის“ (ხელმძღვანელი - დავით კუხალაშვილი) ორგანიზებით გაიმართა, მაგისტრანტთა კვლევები კი კონფერენციის ნაშრომთა კრებულში გამოქვეყნდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება