კსუ-ში ინტელექტუალური თამაშის - ”რა? სად? როდის?” - გაზაფხულის სეზონის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. სპორტული ტიპის თამაში შავი ყუთის, ბლიცისა და სუპერბლიცის კითხვებისგან შემდგარ ხუთ რაუნდს მოიცავდა.
თამაშში, სამი საპრიზო ადგილისთვის, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 10 გუნდი იბრძოდა.
სეზონის დასკვნით თამაშს რა? სად? როდის? მოაზროვნეები - დემეტრე ქარდავა, დავით სიჭინავა და ნიკოლოზ ჭურაძე ესწრებოდნენ.
გუნდებმა თამაშის მსვლელობისას წამყვანისა და მოწვეული სტუმრების მიერ დასმულ 30-მდე კითხვას უპასუხეს და საბოლოო შედეგებით, პირველი ადგილი „დრიმ ქილერმა“ დაიკავა, მეორე ადგილი - „ბრაჰმანების კასტას“ და მესამე ადგილი „ჰიდრას“ ერგო.
კსუ-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პირველადგილოსან გუნდს 500, მეორეს 300, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 200 ლარი გადაეცა.
თამაშის დასრულების შემდეგ, სეზონის საუკეთესო ფაკულტეტად სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დასახელდა, საუკეთესო კაპიტანი მალხაზ ქაქუთია გახდა, საუკეთესო მოაზროვნის ტიტული კი დათო გუგავას ერგო.
მოთამაშებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები, გამომცემლობა რადარამისგან კი წიგნები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს ინტელექტკლუბის ორგანიზებით, უნივერსიტეტში, გაზაფხულის სეზონის ფარგლებში, სატელევიზიო ტიპის რსრ, ქვიზ-ტური, ჯეპარდი, ინტელექტუალური დუელი, კროსვორდ ტური და სხვა თამაშები ჩატარდა და მასში როგორც კსუ-ს, ისე სხვა უნივერსიტეტის, სკოლის მოსწავლეებისა და ზრდასრული მოაზროვნეებისგან დაკოპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება