8 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია - “პოლიტიკური კონფლიქტოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში” - ჩატარდა.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სესილი გოგიბერიძემ გახსნა და დამსწრეებს დღის წესრიგი გააცნო.
შეხვედრას ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში გიუნტერ ბახლერი ესწრებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას საკუთარი დიპლომატიური გამოცდილება გაუზიარა და „მშვიდობიან მომავალზე“ ისაუბრა.
კონფერენციაზე მოხსენებით ასევე პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი, ჯეიმსტაუნის ფონდის პოლიტიკური ანალიტიკოსი ვასილ რუხაძე გამოვიდა. მან მსმენელს თავისი ახალი წიგნი „წერილები ამერიკიდან“ წარუდგინა. ვასილ რუხაძემ ისეთ აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრა როგორიც ნეპოტიზმი, უმუშევრობა და დემოგრაფიაა.
კონფერენციის მესამე ნაწილი სტუდენტების მოხსენებებს დაეთმო.
კავკასიის საერთაშორისო უშიშროების ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე რუსეცკიმ აღნიშნა, რომ სტუდენტების მიერ მომზადებული კვლევევბი, არა მხოლოდ უნივერსიტეტის ვებგვერდის სამეცნიერო ნაწილში, არამედ თავისი მიზნობრიობიდან გამომდინარე, შესაბამისი ორგანიზაციების ვებგვერდზეც განთავსდება.
კონფერენცია კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტისა და პროფესიული ბედნიერების საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძების თანაორგანიზატორები ეუთოს ახალგაზრდული ქსელი, პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტი და პოლიდიპლომატიის საერთაშორისო სკოლა იყვნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება