კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში, საჯარო ლექცია თემაზე - „პირველი დახმარება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე“, - გაიმართა.
ლექციას კსუ-ს მოწვეული ლექტორი, ამერიკის გულის ასოციაციის ტრენერი (BLS) და პირველი დახმარების ტრენერი ლაშა დოლიძე გაუძღვა.
ლექციაზე საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: პირველი დახმარების მოკლე ისტორია და სტატისტიკა, პირველი დახმარების მნიშვნელობა, გულის გაჩერება, შეფასების მეთოდები, გულ-ფილტვის რეანიმაცია, უგონო მდგომარეობების ტიპები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ლექციაზე თეორიულ საკითხებთან ერთად, ლაშა დოლიძემ, მულაჟების გამოყენებით აუდიტორიას გააცნო პირველი დახმარების პრაქტიკული ნიუანსები, შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
საჯარო ლექციას კსუ-ს სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება