კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი თავისუფალ უნივერსიტეტს შეხვდა და გამარჯვება, ანგარიშით 3:1 მოიპოვა.
თამაშის პირველ ტაიმში გუნდებმა თანაბარი ბრძოლა აჩვენეს და ტაიმი ფრედ დაასრულეს.
მეორე ტაიმში ანგარიში კსუ-ს მოთამაშე დავით ხარაზმა გახსნა, მოწინააღმდეგის კარში მეორე გოლი აკა შაველაშვილმა, მესამე კი კვლავ დავით ხარაზმა გაიტანა.
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის მოთამაშეებმა, მეორე ტაიმის მიწურულს, კსუ-ს კარში პირველი გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ თამაში კსუ-ს სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.
აღნიშნული თამაშის შედეგით კსუ უმაღლესი ლიგის ნახევარფინალშია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტუდენტურ ლიგას საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ატარებს და მასში 14 უმაღლესი სასწავლებლის ფუტსალის გუნდია ჩართული.
კსუ-ს გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მოთამაშე ლევან კობაიძეა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება