ფრაზები კომიქსებიდან, პოსტერები, რა? სად? როდის? ტიპის კითხვები და საუნდტრეკები - ეს ის ოთხი ეტაპია, რომელსაც კსუ-ში ჩატარებული ქვიზ ტური მოიცავდა.
„კომიქსების“ თემატიკაზე ჩატარებულ ქვიზ ტურში როგორც კსუ-ს, ისე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მოზრდილი თაობის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული 4 გუნდი მონაწილეობდა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა დასასრულს აშკარა ლიდერი გამოიკვეთა და საბოლოო გამარჯვება გუნდმა „68“ მოიპოვა.
ქვიზ ტურის კითხვების ავტორი კსუ-ს კურსდამთავრებული ბექა სარალიძე გახლდათ.
ქვიზ ტურის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი, ინტელექტუალური თამაშების გაზაფხულის სეზონის დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდება.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს ინტელექტკლუბის თამაშების სეზონის დახურვა 7 ივნისს, 18 საათზე, კსუ-ს სამკითხველო დარბაზში არის ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება