კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტების ( ეთერ ჩაჩუა, ვიქტორია ბუცხრიკიძე, ნინა ინასარიძე, მარიამ გერლანი, ქრისტინე ხუჯაძე, ტერეზა ასათიანი) ინიციატივითა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის - ვლადიმერ მაჭარაშვილის მხარდაჭერით, სამართლის ფაკულტეტის ოთხ ჯგუფად გადანაწილებული 22 სტუდენტი, სასწავლო სემესტრის დასრულებამდე, სისხლის სამართლის ორ იმიტირებულ პროცესს ჩაატარებს.
სტუდენტური ინიციატივის ფარგლებში სხდომები ქართული და ამერიკული შემთხვევების (ქეისების) მაგალითზე ჩატარდება და ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.
ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი - თინათინ მახარაძე და ადვოკატი - ირაკლი გვენეტაძე შეხვდნენ.
ისინი შეკრებილ სტუდენტებს პირდაპირი და ირიბი, ასევე ჯვარედინი დაკითხვის შესახებ ესაუბრნენ და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
სტუმრებმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ინსტიტუტი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საკითხებში ერთვება, შესაბამისად ამ რგოლის ეფექტური მუშაობა, უაღრესად მნიშვნელოვანია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სტუდენტებს რჩევები და რეკომენდაცია, თავად ფაკულტეტის დეკანმა - ვლადიმერ მაჭარაშვილმაც მისცა.
სტუდენტური ინიციატივის ავტორების ინფორმაციით, პირველი სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი, მომდევნო კვირაში გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება