საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით გამართულ უნივერსიადას უმაღლესი ლიგის მატჩში, კსუ-ს ფუტსალის ფეხბურთელები, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.
უნივერსიადაში ჩაბმული 14 საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდები, ჯგუფურ ეტაპზე - 7-7 გუნდად გადანაწილდნენ. ფლეიოფში თამაშის უფლება კი ჯამში 8 გუნდმა, მათ შორის კსუ-ს ნაკრებმა მოიპოვა.
უმაღლესი ლიგის მეორე თამაში, კსუ-ს საგრძნობი უპირატესობით დაიწყო და ეს ტენდენცია ფუტსალის ფეხბურთელებმა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.
ბურთის ფლობის სტატისტიკური მაჩვენებლის უპირატესობა, საბოლოო ანგარიშზეც აისახა და აკა შაველაშვილმა გუნდს ორი, მერაბ ბოლოთაშვილმა და გიორგი ცერცვაძემ კი თითო გოლი შესძინეს.
კსუ-ს ფუტსალის ფეხბურთელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ბსუ-ს გუნდმა, მთელი თამაშის განმავლობაში, ანგარიშის გახსნაც ვერ მოახერხა.
შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, საბოლოო ანგარიში, 4:0 - დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს გუნდის მწვრთნელი - ლევან კობაიძე გახლავთ. უმაღლესი ლიგის მორიგი თამაშის შესახებ ინფორმაცია - უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება