კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების მიღებას ნაშრომთა კრებულში გამოსაქვეყნებლად.
პროექტი განკუთვნილია საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.
წარმოდგენილი ნაშრომი შეიძლება ეხებოდეს სამართლის ნებისმიერ აქტუალურ საკითხს, კერძოდ საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ ნაკლოვანებებს და გამოითქვას ავტორთა შეხედულებები არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 2018 წლის 10 ივნისი.
ყველა ნაშრომი გაივლის რეცენზირებას.
რეცენზირების შედეგად მიღებული პასუხები ავტორებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2018 წლის 30 ივნისისა.
ნაშრომი უნდა იქნას გამოგზვანილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
research@ciu.edu.ge
ნაშრომის შესრულების ტექნიკური მოთხოვნები:
საკონფერენციო ნაშრომის მოცულობა 8-10 გვერდი;
ტექსტი უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით - Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.);
ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 11;
სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა - 9;
სტრიქონებს შორის მანძილი - 1.15;
წყაროები უნდა იყოს ციტირებული შემდეგნაირად:
ა) წიგნი - ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, ნაშრომის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი (ბეჟიტაშვილი ო., მელქაძე ო., იტალიის სახელმწიფო სისტემა, თბილისი, 1977, 70);
ბ) საჟურნალო სტატია - ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, სტატიის დასახელება იტალიკით, ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი (მაჭარაძე ზ., იტალიის რესპუბლიკის ბიკამერული პარლამენტი: სტრუქტურა, ფუნქციები და მახასიათებლები, ავთანდილ დემეტრაშვილის 75 წლის საიუბილეო გამოცემა, თბილისი, 2017, 1-15);
გ) ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილება - სასამართლოს დასახელება, თარიღი, განჩინება/გადაწყვეტილება, საქმე №;
დ) საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - მიეთითება საქმის სახელი ქართულად და ინგლისურად
იტალიკით, გადაწყვეტილების მიღების თარიღი და პუნქტი, ვებ-გვერდი.
ტექნიკურად გაუმართავი ნაშრომები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: research@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება