კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინტელექტკლუბის ინიციატივით გამართული გაზაფხულის სეზონის ინტელექტუალური თამაშები, ყოველკვირეულად ტარდება.
რეგულარული ჩემპიონატის - რა? სად? როდის? - მორიგი თამაში 25 მაისს ჩატარდა.
მონაწილეებმა ბლიცის, სუპერბლიცის, შავი ყუთისა და სტუმრის რაუნდში დასმულ - სულ 20 შეკითხვას უპასუხეს.
მეოთხე ტურის თამაშების მოწინავე პოზიციებზე, „Dream killers“, „ჰიდრა“ და „ბრაჰმანების კასტის“ გუნდები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ პირველ ივნისს, ინტელექტკლუბის ორგანიზებით, ქვიზ-ტურის მორიგი თამაში გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება