სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ბექა ქანთარია, საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაციის (IACL) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ასოციაციის (IACL) წევრი გახდა.
საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაციაში (IACL) ახალი წევრის არჩევა მეხიკოში 2018 წლის 7 მაისს მოხდა.
ბექა ქანთარია, მსგავსად ასოციაციის სხვა წევრებისა, მონაწილეობას მიიღებს აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში და საკონსტიტუციო სამართლის აქტუალურ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და ტრენინგებში.
ყოველწლიურ მსოფლიო კონგრესზე, რომელიც 2018 წლის 18-22 ივლისს სეულში ტარდება, კსუ-ს აფილირებული პროფესორი ბექა ქანთარია მიწვეულია კომიტეტის სხდომაში მონაწილოების მისაღებად, როგორც საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაციის (IACL) სრულუფლებიანი წევრი.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაცია (IACL) ხელს უწყობს კონსტიტუციონალისტების ქსელის განვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება