კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის - ლელა წიტაიშვილის ინიციატივით, პროფესიული ტურის ფარგლებში, სტომატოლოგიის სპეციალობის ქართველი და უცხოელი 20-მდე სტუდენტი, სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ - ,,დენსის“ სტუმრობდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეხვედრა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
პროფესიული ტურის დროს, სტუდენტებმა სტომატოლოგიური კლინიკის ბაზა და აპარატურა დაათვალირეს. კლინიკის ექიმებმა, სტომატოლოგ-ორთოპედებმა - ზურა იაკობიშვილმა და თამთა თევზაძემ, სტუდენტებს ცერეკის აპარატის უნიკალური შესაძლებლობები გააცნეს. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, ექიმების მეთვალყურეობით, პრაქტიკაში გამოეცადათ აპარატი და კონკრეტული მანიპულაციები შეესრულებინათ.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული ხასიათის ტურები სხვადასხვა ფაკულტეტისა და სპეციალობის სტუდენტებისათვის, პერმანენტულად ტარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება