კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კარიერული განვითარების სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის 20-მდე სტუდენტი, იუსტიციის უმაღლეს სკოლას პროფესიული ტურის ფარგლებში ესტუმრა.
სტუდენტებს სკოლის დირექტორის მოადგილე - ქეთევან კვინიკაძე და მარკეტინგის მთავარი კონსულტანტი - სალომე კვარაცხელია შეხვდნენ.
ქეთევან კვნიკიკაძემ კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაარსებისა და ფუნქციონირების ძირითადი ასპექტები გააცნო. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი სკოლა 2006 წლის აპრილში დაარსდა და სამოსამართლო კანდიდატების, მოსამართლეების, მოსამართლეთა თანაშემწეებისა და სასამართლოს სხვა თანამშრომლების მაღალპროფესიულ სწავლებასა და გადამზადებას უზრუნველყოფს. ცენტრის წარმომადგენელმა პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში, სტუდენტების კითხვებს უპასუხა და თითოეულ მათგანს სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა.
პროფესიული ტურის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მარკეტინგის მთავარმა კონსულტანტმა - სალომე კვარაცხელიამ, სტუდენტებს სკოლის ბაზაზე არსებული იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი, საკონფერენციო სივრცე, და ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა და აღნიშნა, რომ სკოლა მზადაა, კსუ-ს სტუდენტებით დაკომპლექტებულ ჯგუფებს, საუნივერსიტეტო საგნის ფარგლებში, ფინალური სხდომებისა თუ პროცესების ეფექტურად ჩასატარებლად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკუთრებაში არსებული იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი გამოუყოს.
ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობაც, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების მეორე ნაკადისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პროფესიულ ტურს გულისხმობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება