კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებითა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელშეწყობით, სპეციალურად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდება მარტერკლასი - ,,საჯარო სექტორში სამუშაოს მაძიებელთათვის“.
მასტერკლასი მოიცავს CV-ის შევსების, კარიერული განვითარების ეტაპების, ვაკანსიის შერჩევისას აუცილებელი ფაქტორების, წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო მთავარი პრინციპებისა და საჯარო სამსახურის ახალი კანონით გათვალისწინებული კარიერული განვითარების შესახებ სტუდენტთა ინფორმირებას.
მასტერკლასი ჩატარდება 29 მაისს, 14:00 საათზე, 304-ე აუდიტორიაში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 26 მაისამდე.
ბმული: https://goo.gl/21djkW
გაიცემა სერტიფიკატი.
მასტერკლასის ენა არის ქართული
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ კარიერული განვითარების სამსახურს.
საკონტაქტო პირი: სოფიო გორდელაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 261 12 98 (188)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება