კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, 17 მაისს - სატელევიზიო ტიპის - რა? სად? როდის? გაიმართა.
კაპიტნებმა მოთამაშეებად თბილისისა და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოაზროვნეები დრაფტის ეტაპზე შეარჩიეს. ინტელექტუალურ შეჯიბრში, ოთხი გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 6-6 მოაზროვნით იყო დაკომპლექტებული. ტურნირი სტანდარტული კითხვების, შავი ყუთის, სტუმრების შეკითხვების, ბლიცისა და სუპებლიცის რაუნდებისაგან შედგებოდა.
თამაშს საპატიო სტუმრის ამპლუით - ჟურნალისტი მარიამ გვარამია ესწრებოდა, რომელმაც მონაწილე გუნდებს შეკითხვები დაუსვა. ინტელექტუალური შეჯიბრის წამყვანი - მარიტა შეშელიძე გახლდათ.
თამაშის ფინალურ ეტაპზე, გამარჯვებულ გუნდად - გიორგი გოგოჭურის ექვსეული, ხოლო საუკეთესო მოაზროვნედ ავთო ბიწაძე დასახელდა. გამარჯვებულ გუნდს - თასი, ხოლო მოაზროვნეს - სუვენირული ბუ გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება