კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, 12-13 მაისს, ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლის - ISIE-ის ორგანიზებით ჩატარებულ პროექტს „იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში“ - უმასპინძლა.
პროექტში მონაწილეობა 17-დან 29-წლამდე ასაკის სისხლის სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეეძლოთ.
იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის სურვილი, პირველ ეტაპზე 30-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით, მათგან საბოლოო ეტაპისათვის - 9 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. აღსანიშნავია, რომ მათგან ერთ-ერთი სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი თაკო ღლონტი გახლდათ.
პროექტის პირველი დღე დარგის სპეციალისტების - სოსო წერეთელისა და გიორგი ლეკიშვილის ხელმძღვანელობით, სალექციო-სასემინარო მუშაობას დაეთმო, ხოლო მეორე დღეს იმიტირებული პროცესი სისხლის სამართლის მიმართულებით გაიმართა (ქეისი - ,,დავითი საქართველოს წინააღმდეგ“).
ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა - ISIE-ს ორგანიზებით ჩატარებული პროექტი, სისხლის სამართლით მიმართულებით დაინტერესებული და მოტივირებული ახალგაზრდებისათვის, მიზნად ისახავდა პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და პიროვნულ განვითარებას.
იმიტირებული პროცესის დასკვნით ნაწილში, თითოეული მონაწილე სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება