„პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნება და მენეჯმენტი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასერტიფიკატო კურსზე _ „პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნება და მენეჯმენტი“.
გთავაზობთ უნიკალურ, მაღალი დონის ლექტორებისა და ტრენერების მიერ შემუშავებულ პროგრამას.
ტრენინგკურსი დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული თქვენ მიერ შერჩეულ პროფესიაში.
გეძლევათ შანსი:
სწავლის პროცესში, სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იქნებიან ცნობილი პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები. ასევე, მსმენელები ეწვევიან საქართველოს პარლამენტს და დაესწრებიან საკომიტეტო მუშაობასა და სესიას (ქუთაისი), შეხვდებიან და გაესაუბრებიან პოლიტიკურ ლიდერებს.
საგნები და ლექტორები
სწავლებისას გამოყენებული იქნება თითქმის ყველა ფორმა: ლექცია, დისკუსია, დებატი, პრაქტიკული სამუშაოები.
ლექტორი თამარ ჩიბურდანიძე - პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ტრენინგებისა და კონსულტაციების მიმართულების ხელმძღვანელი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი; საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი, საქართველოს თვითმმართველი ორგანოების, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ტრენერი „პოლიტიკური იმიჯის შექმნის ტექნოლოგიებსა“ და „საარჩევნო პოლიტტექნოლოგიებში“.
ლექტორი თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.
ლექტორი პეტრე მამრაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2016 წლიდან (სოციალური მეცნიერებები). ფიზ. მათ. მეცნიერებათა კანდიდატი (1992 სანქტ–პეტერბურგი); ორი მონოგრაფიისა და მრავალი ანალიტიკურ–პუბლიცისტური წერილის ავტორი.
ლექტორი ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი.
ლექტორი ელისო ჩაფიძე - ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა პერიოდში: გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, გერდ ბუცერიუსის ოქროს ფრთისა და ოქროს კალმის ლაურეატი. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ამჟამად, სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ლექტორი თემურ მაისურაძე - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსალეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიწვეული ტრენერი, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის სერტიფიცირებული სპეციალისტი, 155 ინოვაციისა და გამოგონების ავტორი.
ლექტორი ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ლექტორი თემურ მაისურაძე - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიწვეული ტრენერი, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის სერთიფიცირებული სპეციალისტი, 155 ინოვაციისა და გამოგონების ავტორი.
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სოციალური მეცნიერებების კვლევის მეთოდები და მიაწოდოს მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ცოდნა. კურსის მსვლელობისას სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას კვლევის ყველა ტიპისა და მეთოდის შესახებ, დეტალურად შეისწავლიან კვლევის ეტაპებს: დაგეგმვა, კვლევის დიზაინის ჩამოყალიბება, მასალების მოძიება და ანალიზი, შედეგების შეჯამება და პრეზენტაცია. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ სრულყოფილი და ხარისხიანი აკადემიური კვლევის ჩატარებას.
ლექტორი მირანდა აბრამიშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, უძღვება სალექციო კურსს _ კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში.
ლექტორი ჯაბა სამუშია - პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურ. „ისტორიანის“ მთავარი რედაქტორი.
ლექტორი თამარ ჩიბურდანიძე - პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ტრენინგებისა და კონსულტაციების მიმართულების ხელმძღვანელი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი; საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი, საქართველოს თვითმმართველი ორგანოების, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ტრენერი „პოლიტიკური იმიჯის შექმნის ტექნოლოგიებსა“ და „საარჩევნო პოლიტ-ტექნოლოგიებში“.
სტუმარი სპეციალური მოწვევით პოლონეთიდან:
ლექტორი მარჩინ ალეინიკი - პოლონეთის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. სხვადასხვა დროს იყო: პოლონეთის სახელმწიფო საკონსტიტუციო რეფორმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში; პოლონეთის მთავრობის საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელი და სხვა.
მარჩინ ალეინიკი ლექციას რუსულ ენაზე ჩაატარებს. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია თარჯიმნის მომსახურება.
სასწავლო პროცესი
სწავლის ხანგრძლივობა 6 კვირა (სალექციო პროცესი). სწავლა დაიწყება 2018 წლის 4 ივნისს.
ლექციები ჩატარდება ყოველდღე კვირის გარდა. სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით დღის პირველ ან მეორე ნახევარში.
კურსის მოცულობა: 130 საათი
სწავლების ენა: ქართული
მისაღები პროცედურები
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 29 მაისი.
საბუთების მიღების შემდეგ, 1 ივნისს, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
შერჩევის კრიტერიუმი:
მოტივაცია
სწავლის საფასური
პროგრამის ღირებულება: 800 ლარი
გადახდის გრაფიკი:
თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად:
1 ეტაპი - 500 ლარი - 2018 წლის 4 ივნისამდე
2 ეტაპი - 300 ლარი - 2018 წლის 25 ივნისამდე
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის შეღავათები:
კორპორატიული ფასდაკლება
ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებით:
პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით.
თანხა უნდა ჩაირიცხოს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: იხილეთ თანდართული ფაილი.
გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
მსმენელების ცოდნა შეფასდება ტრენერის მიერ შემუშავებული განსაკუთრებული მიდგომის საფუძველზე, რომელსაც მონაწილეები გაეცნობიან პირველ შეხვედრაზე.
საკონტაქტო პირი: თამარ დემურიშვილი - ტელ.: 598 62 11 75
ტრენინგკურსის ხელმძღვანელი: თამარ ჩიბურდანიძე - ტელ.: 591 93 94 70
მის.: 0141, თბილისი, გლდანი-ნაძლადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N73;
ელფოსტა:
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება