კსუ-ს მოწვეული პროფესორის - ჯაბა სამუშიას ინიციატივით, ტურიზმის სპეციალობის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა, სასწავლო დისციპლინის - საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა - ფარგლებში - უფლისციხე, ერთაწმინდა და ატენის სიონი მოინახულეს.
ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ გამართულ სასწავლო კურსის პრაქტიკულ სემინარში კსუ-ს 44 სტუდენტი ჩაერთო.
სასწავლო საგნის ხელმძღვანელმა - ჯაბა სამუშიამ, ტურიზმის სპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელ - ლალი მიქელაძესთან ერთად, კულტურული ექსკურსია სალექციო ფორმატისთვისაც გამოიყენა და სტუდენტებს ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო კურსის პრაქტიკული სემინარი, კსუ-ს ხელმძღვანელობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება