სასწავლო პროცესის გაუმჯობესების, სტუდენტთა მოსაზრებებისა თუ შეკითხვებისა და მათთან პირდაპირი გზით კომუნიკაციისთვის - კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - ირმა მახარაშვილი და დეკანის მოადგილე - ჯემალ სოლოღაშვილი - ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, კურსების მიხედვით შეხვდნენ.
დეკანმა სტუდენტებს ის სიახლეები გააცნო, რაც უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მასშტაბით ხორციელდება და ამ პროცესში მეტი აქტიურობისა და ჩართულობისაკენ მოუწოდა. ირმა მახარაშვილმა ერთგვარი საფოსტო ყუთის შექმნის ინიციატივაც დააანონსა, რომლის საშუალებითაც სტუდენტებს თავიანთი კითხვებისა და მოსაზრებების გაზიარება დეკანატამდე გამარტივებული ფორმით შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს თითოეულ ფაკულტეტზე, ამ ტიპის შეხვედრები აქტიურად ტარდება და მისი ჩატარების მიზანი - სასწავლო პროცესისათვის ხელის შეწყობა და შესაძლო სირთულეების იდენტიფიცირებაა.
აღსანიშნავია, რომ დეკანისა და სტუდენტების შეხვედრები, ახლადგახსნილ, 100-კაციან აუდიტორიაში ჩატარდა, რომელიც ამიერიდან, გაერთიანებული ლექციების ჩატარების ადგილი იქნება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება