კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის, სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელისა და სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ ,,დენსის” ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 20 მაისს 17:00 საათზე, ხოლო ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 18:00 საათზე, მოეწყობა პროფესიული ტური სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ დენსში (ქ. რუსთავი).
პროფესიული ტურის ფარგლებში კსუ-ს სტომატოლოგიის ქართულენოვანი და სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ცერეკის აპარატის უნიკალურ შესაძლებლობებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 17 მაისამდე.
იხილეთ ბმული: https://goo.gl/DSnusw
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ კარიერული განვითარების სამსახურს.
საკონტაქტო პირი: სოფიო გორდელაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 261 12 98 (188)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება