კსუ-ს რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში დარპან პრაშერი და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის თანაშემწე - ლანდა ლურსმანაშვილი, 27-29 აპრილს უნივერსიტეტის სახელით, ინდოეთში, ქალაქ დელიში - “International Higher Education Summit and Student Fair-ზე ” იმყოფებოდნენ.
აღნიშნული საგანმანათლებლო გამოფენა, თავისი მასშტაბებითა და მონაწილეების რაოდენობით ერთ-ერთი უდიდესია. წელს, ღონისძიებაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, 80-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაერთო.
გამოფენაზე, კსუ-ს სტენდთან, დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ სასწავლო პროგრამების, პირობების, სიახლეებისა და სხვადასხვა შემოთავაზებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან მიეღოთ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება