კსუ-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა“ 14 მაისს, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გამართა. ინიციატივაში მონაწილეობა კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიიღეს. დონაციის აქციაზე მოსულ მსურველებს, სისხლის ჩაბარებამდე, სისხლის ჯგუფის, რეზუსისა და ჰემოგლობინის გამოკვლევა ჩაუტარდათ.
„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ წარმომადგენლების ცნობით, ჩაბარებულ სისხლს აივ ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტზე და ათაშანგზე უახლოეს დღეებში, გამოკვლევა ჩაუტარდებათ და შედეგები კონფიდენციალურად მიეწოდება აქციის მონაწილეებს.
აღსანიშნავია, რომ კსუ პერმანენტულად ერთვება სისხლის უანგარო დონაციის აქციაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება