კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, 11 მაისს სატელევიზიო ტიპის რა? სად? როდის? გაიმართა. თამაშამდე, კაპიტნებმა გუნდის მოთამაშეები დრაფტის ეტაპზე, კლუბის საუკეთესო მოაზროვნეებისაგან შეარჩიეს. თამაშს საპატიო სტუმრის ამპლუით, კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე - ალიკა გუჩუა და კსუ-ს KBH-ის გუნდის - ,,Old boys-ის“ წევრი - გიორგი ხუსკივაძე ესწრებოდნენ.
თამაში სტანდარტული ტიპის, ბლიცის, სუპერბლიცის, მოწვეული სტუმრების კითხვისა და შავი ყუთის რაუნდებისაგან შედგებოდა. თამაშის დასკვნით ნაწილში საუკეთესო შედეგები მარიტა შეშელიძის გუნდმა აჩვენა და პრიზად თასი გადაეცათ, საუკეთესო მოაზროვნის ტიტულიც სწორედ მარიტა შეშელიძემ დაიმსახურა და ამის დასტურად - კსუ-ს სტუდენტს სიმბოლური ბუ გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ 11 მაისის თამაშის კითხვების პაკეტის რედაქტორი და წამყვანი - ბაკურ ხუბულავა გახლდათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება