კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე ფუნქციონირება დაიწყო ანატომიურმა თეატრმა.
თეატრი წარმოადგენს იმიტირებულ საოპერაციოს, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით და აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას ცხოველის ორგანოებზე განახორციელოს ქირურგიული მანიპულაციები, აღიქვას სამ განზომილებაში ორგანოთა შენება.
მიმდინარე სემესტრში სასწავლო კურსების "ანატომია" და "ტოპოგრაფიული ანატომია" - ფარგლებში ანატომიურ თეატრში ფაკულტეტის ყველა სპეციალობის სტუდენტისათვის მეცადინეობები ინტერნსიურად მიმდინარეობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება