კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი - კახაბერ კორძაია, ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელს - ჰამიდ მოსტაფავის შეხვდა. მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და სამომავლოდ დაგეგმილი საგანმანათლებლო და კულტურული საკითხები მიმოიხილეს.
შეხვედრის დროს, კახაბერ კორძაიამ და ჰამიდ მოსტაფავიმ დიპლომების აღიარების, სამეცნიერო კონფერენციებში ჩართვის, პოლიტიკისა და ბიზნესის მიმართულებით ერთობლივ კვლევით პროექტებზე მუშაობისა და დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში ჩართულობაზე იმსჯელეს.
შეხვედრას, საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი - მაია კაპანაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი - სვეტლანა კირაკოსიანი ესწრებოდნენ.
მხარეებმა უახლოეს პერიოდში, კსუ-ში - ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის - ჰამიდ მოსტაფავის საჯარო ლექციის ჩატარების საკითხიც განიხილეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება