კსუ-ს ინტელექტკლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაზაფხულის სეზონის ინტელექტუალური თამაშები ყოველკვირეულად იმართება.
4 მაისს მორიგი ასეთი შეჯიბრი - ,,ქვიზ ტურში“ ჩატარდა, რომელიც კინემატოგრაფიის შესახებ კითხვებსა და რვა ეტაპს მოიცავდა. თითოეული ეტაპი - რა, სად, როდის ტიპის შეკითხვებს, სლოგანებს, პოსტერებს, ფრაზებს, რეჟისორის მუზებსა და კინემატოგრაფის მუსიკის გარშემო შეკითხვებს დაეთმო.
,,ქვიზ ტურის“ გამარჯვებული - გუნდი - ,,ბრაჰმანების კასტა“ გახდა. პირველ ადგილზე გასული გუნდი ფულადი პრიზითა და ინტელექტკლუბის რეიტინგში ბონუს ქულით დაჯილდოვდა.
კსუ-ს ინტელექტკლუბის ორგანიზატორების ინფორმაციით, შეჯიბრის კითხვათა პაკეტის რედაქტორი - მარიამ ხოჯავა გახლდათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება