კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინტელექტუალური თამაშები, ინტელექტკლუბის ორგანიზებითა და ინიციატივით, სისტემატურად ტარდება.
4 მაისს, შეჯიბრი - ,,კროსვორდ ტური“ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს ფორმატი - კსუ-ს სტუდენტების ბაკურ ხუბულავასა და მარიამ თოდუას საავტორო პროექტს წარმოადგენს.
შეჯიბრის მონაწილებმა რამდენიმე ეტაპად შეავსეს სხვადასხვა კროსვორდები. თამაშის პრინციპის მიხედვით, თითეულ ტურში, საუკეთესო შედეგის მქონე მოთამაშეები შემდეგ ეტაპზე გადადიოდნენ. ფინალში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა - პირველი ადგილი ირაკლი გაბელია, ხოლო მეორე და მესამე ადგილი დათო გუგავამ და თამთა ნოზაძემ გაინაწილეს.
ფინალისტებს კომპანია ,,რადარამისგან“ საჩუქრად წიგნები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული მონაწილე კსუ-ს ინტელექტკლუბისგან სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება