3 მაისს, კსუ-ს სამართლის სპეციალობის სტუდენტებს, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე - მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრი - მანანა გოგაშვილი და ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის უფროსი - ინგა ქომეთიანი შეხვდნენ.
შეხვედრა კსუ-ს სამართლის ფაკულტეტისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ნოტარიუსთა პროფესიული დღის აღსანიშნავად ჩატარდა. ღონისძიება სამართლის ფაკულტეტის დეკანმა - ვლადიმერ მაჭარაშვილმა გახსნა და სტუმრები დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ - მარიკა გოგოლაძემ ნოტარიატის შექმნის ისტორიაზე, მისი განვითარების ეტაპებზე, მოწყობის მთავარ პრინციპებსა და სანოტარო რეესტრების ელექტრონული ფორმით წარმოების უპირატესობებზე იმსჯელა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა სტუდენტების მოსაზრებები მოისმინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება