28 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „რა? სად? როდის?“ ტიპის თამაშში - „Art Brain Competition“ - კსუ-ს ინტელექტკლუბის ორი გუნდი - „ფრენდ იუნაიტედი“ და „ელარჯი“ - ჩაერთო.
საგანმანათლებლო ხასიათის თამაში კითხვებს კულტურისა და ხელოვნების სფეროდან მოიცავდა.
კსუ-ს გუნდმა „ელარჯი“, რომელიც 4 სტუდენტისგან იყო დაკომპლექტებული (ბექა სარალიძე, დათო გუგავა, ნინო ჭუმბურიძე და ბაკურ ხუბულავა), ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება მეორე ადგილს, ის გუნდ „სპექტრს“ ხვდა წილად, ხოლო პირველი - „ბრეიქინგ ბედმა“ დაიკავა.
მესამეადგილოსნებს, რომელსაც კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ბაკურ ხუბულავა ხელმძღვანელობდა, ახმეტელის თეატრისა და Royal English Centre–სგან საჩუქრები გადაეცათ.
აღნიშნულ თამაშში მონაწილეობის მიღება როგორც უნივერსიტეტის, ისე მისგან დამოუკიდებელ პირებს შეეძლოთ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება