28-29 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერისიტეტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,ახალგაზრდული ალიანსი რეფორმებისთვის" პროექტს - ,,დამფუძნებელი 2018-ს” უმასპინძლა. პროექტის ორგანიზატორი - კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის, ფინანსების სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - სალი სურამელი გახლავთ.
ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ახალი ფორმატის პროექტი განკუთვნილია 14-დან - 25 წლამდე ახალგაზრდებისათის და მისი მიზანი არ არის არსებულ პრობლემებზე ან შესაძლო საფრთხეებზე ზრუნვა, არამედ ესაა პროექტი, რომელშიც ახალგაზრდები შეძლებენ დააფიქსირონ მხოლოდ საკუთარი პოზიცია, საღი აზრი და მათი ხედვით შექმნან სახელმწიფო.
პროექტ "დამფუძნებლის" მიზანია, გააცნოს ახალგაზრდებს სახელმწიფოს შექმნის პროცესი, თითოეული დეტალი, რომელიც ამ ურთულეს პროცესს უკავშირდება. პროექტის 90-მდე მონაწილე ხუთ თემატურ კომიტეტში გადანაწილდა.
დასკვნით ცერემონიალზე, თემატურმა ჯგუფებმა ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს და ყველა შემუშავებულ დოკუმენტი საერთო ფორმატით გააერთიანეს. აღნიშნული რესურსი ისეთი სახელმწიფო მოდელის ანალოგია, როგორი სახელმწიფოც - პროექტის მონაწილეებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს.
პროექტის დასასრულს, თითოეული მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება