სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მიერ ორგანიზებული, თბილისის მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის, ახალგაზრდა სტომატოლოგთა ფორუმის კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებები, კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და მონაწილეები, Courtyard Mariott-ში დააჯილდოვა.
მონაწილეების ნაშრომები, სტომატოლოგიისა და მომიჯნავე მეცნიერებების მიმართულებით იყო წარმოდგენილი.
კონფერენციაში, რომელიც კსუ-ს მხადრაჭერით განხორციელდა, უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტები ანანო ჭულუხაძე, თამარ ლომიძე, ლევან ბორტიშვილი, ანა კიზირია, დიანა ჭიპაშვილი და 2017 წლის კურსდამთავრებული - მარიამ ნატროშვილი მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში, კონფერენციაში - 8 საგანმანათლებლო დაწესებულება და 21 სტუდენტი ჩაერთო.
დაჯილდოების ცერემონიალს, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - ლალი მეკოკიშვილი ესწრებოდა, რომელმაც, უნივერსიტეტის სახელით, პირველ ადგილზე გასული მონაწილე - პლანშეტით, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები - სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება