კსუ-ს ინტელექტკლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაზაფხულის სეზონის ინტელექტუალური თამაშები ყოველკვირეულად იმართება. 27 აპრილს, კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა 10 გუნდმა - რა? სად? როდის? ინტელექტუალური თამაშის მესამე ტურიში მიიღო მონაწილეობა.
თამაშს საპატიო სტუმრის ამპლუით მსახიობი და ტელე-რადიო წამყვანი - ნიკოლოზ ცალანი ესწრებოდა, რომელმაც შეჯიბრის მსველელობისას მონაწილე გუნდებს სიმბოლური ერთი შეკითხვა დაუსვა.
სამი ტურის შედეგებით, ინტელექტუალური თამაშის პირველი სამეული ასე დაკომპლექტდა : dream killers, ჰიდრა, ნიკე.
ინტელექტკლუბის დამფუძნებლების ინფორმაციით, უახლოესი თამაში - "ქვიზ-ტური კინემატოგრაფიაში" - 4 მაისს ჩაინიშნა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება